დღეს, 26 აპრილს, დილის 07:00 საათზე აფხაზეთში, გუდაუთის ჰოსპიტალში, კორონავირუსის შედეგად, ჯანმრთელობის გაუარესების გამო 95 წლის პაციენტი გარდაიცვალა.
პაციენტს COVID-19 11 აპრილს დაუდასტურეს, თუმცა, ის საკუთარი სახლიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის წინააღმდეგი იყო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შემდეგ, ის ჰოსპიტალში 20 აპრილს გადაიყვანეს, სადაც ექიმები მის მდგომარეობას აფასებდნენ, როგორც კრიტიკულად მძიმეს.
აფხაზური მხარის ცნობით, აფხაზეთში კორონავირუსის სულ სამი შემთხვევაა დადასტურებული.