ახალი ამბები

ზვავში მოყოლილი ცხედარი იპოვეს

8 მაისი, 2020 • 2095
ზვავში მოყოლილი ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ზვავი 5 მაისს ჩამოწვა და 2 ადამიანი მოიყოლა. ზვავის ქვეშ მოყოლილი ერთი ადამიანი მაშველებმა მეორე დღესვე იპოვეს და საავამდყფოში გადაიყვანეს. მეორე მათგანის ძებნითი სამუშაოები კი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო 5 ეკიპაჟი და სპეცტექნიკა. მიმდინარეობდა ხევის აეროდინამიკური მონიტორინგიც. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს კი მძიმე მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა.

ჰიდროლოგების ინფორმაციით, ხეობაში 532 000 ტონა თოვლის და მიწის მასა ჩამოწვა და მუდმივად იყო ზვავის განმეორების საფრთხე.

მასალების გადაბეჭდვის წესი