ახალი ამბები

კობი-გუდაურის გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულია ტურისტი

15 თებერვალი, 2020 • 1731
კობი-გუდაურის გზაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულია ტურისტი

კობი-გუდაურის გზაზე დღეს, დაახლოებით 12:00-13:00 საათისთვის საძელის ტერიტორიაზე, სათხილამუროდ აკრძალულ ზონაში ზვავი ჩამოწვა. ადგილზე იმყოფებოდა 4 ტურისტი, მათგან სამმა ტერიტორიის დროულად დატოვება მოახერხა, ერთ ტურისტ გოგოს კი სამაშველო სამსახური ამ დრომდე ეძებდა.

მთის კურორტების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის სამძებრო სამუშაოები დაბალი ხილვადობის გამო შეწყდა, თუმცა სამუშაოები ხვალ, 16 თებერვალს, გათენებისთანავე დაიწყება.

მთის კურორტების სამსახურში “ნეტგაზეთს” ასევე განუცხადეს, რომ აკრძალული ტერიოტრია ამკრძალავი ნიშნებით იყო შემოსაზღვრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი