ახალი ამბები

ზვავში მოყოლილ ერთ ადამიანს ისევ ეძებენ

6 მაისი, 2020 • 1156
ზვავში მოყოლილ ერთ ადამიანს ისევ ეძებენ

ფშავი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე გუშინ, 5 მაისს ზვავი ჩამოწვა და ორი ადამიანი მოიყოლა. გარემოს ეროვნული სააგენტის ინფორმაციით, მაშველებმა ერთი ადამიანის ამოყვანა მოახერხეს და საავადმყოფოშია გადაყვანლი, მეორე დაკარგული მოქალაქის ძიება კი ამ დრომდე გრძელდება.

სააგენტოს ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ზვავის განმეორებით ჩამოწოლის საშიშროება ისევ არსებობს.

ადგილზე ამ დრომდე კვლავ რჩებიან სააგენტოს ჰიდროლოგები და გრძელდება ტერიტორიის მონიტორინგი. ამასთან, ადგილზე იმყოფებიან გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, რომლებიც სტიქიით მოცულ ძნელად მისადგომ არეალებს უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით ეცნობიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი