ახალი ამბები

სვანეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სამი ტურისტი დაიღუპა

4 მარტი, 2020 •
სვანეთში ზვავის ჩამოწოლის შედეგად სამი ტურისტი დაიღუპა

სვანეთში, თეთნულდის მიმდებარე ტერიოტრიაზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად სამი ესტონელი ტურისტი დაიღუპა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული ტურისტების ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულ ზონაში სრიალებდნენ, რამაც ზვავის მოწყვეტა გამოიწვია.

სტიქიას ოთხი ადამიანი გადაურჩა, ექვსი ადამიანი კი ზვავმა მოიყოლა. სამაშეველო სამსახურმა სამი ადამიანის გადარჩენა მოახერხა, სამი ტურისტი კი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი