ახალი ამბები

რას სთავაზობს მთავრობა გიდებს და ტურისტულ კომპანიებს

7 მაისი, 2020 • 1654
რას სთავაზობს მთავრობა გიდებს და ტურისტულ კომპანიებს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათი თურნავამ ტურიზმის მიმართულებით მთავრობის პოსტკრიზისული გეგმა წარადგინა და დახმარების იმ პაკეტებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობა გიდებსა და ტურისტულ კომპანიებს შესთავაზებს.

ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტული კომპანიები ყველა საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ, რაც ტურიზმის სფეროში მოქმედ სხვა კომპანიებს შეეხება. გარდა ამისა, მთავრობა ექვსი თვის განმავლობაში მოახდენს მათი საბანკო გარანტიების პროცენტის სუბსიდირებას:

“ტურისტული კომპანიები ასევე ისარგებლებენ ყველა საგადასახადო შეღავათით, რაც შეეხება ტურიზმში მოქმედ კომპანიებს და ნებისმეირი იურიდიული პირი ვინცაა მოქმედი, სპეციფიკური პრობლემა დაუდგინდათ, რადგან ისინი არიან ჩართული გლობალური დაჯავშნის სისტემაში, რომელიც გვაძლევს საშვალებას, სწრაფად და ხარისხიანად მოხდეს საჰაერო ფრენების დაჯავშნა, რათა მოვემსახუროთ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე, უცხოელ ტურისტებს.

ამ სისტემის ფარგლებში მათ აქვთ ხელშეკრულებები, რომელიც ითვალისწინებს საბანკო გარანტიების წარდგენას. საბანკო გარანტიების პროცენტები ამ პერიოდში, როცა ტურიზმის სექტორი გაჩერებულია, მძიმე ტვირთად აწვება ტურისტულ კომპანიებს და მივიღეთ გადაწყვეტილება, ისევე, როგორც ვეხმარებით სასტუმროებს და ვუსუბსიდირებთ საბანკო პროცენტს, აქაც საბანკო გარანტიის პროცენტიც ანალოგიური მექანიზმით 6 თვის განმავლობაში დავუსუბრიდიროთ”, – ამბობს თურნავა.

რაც შეეხება გიდებს, ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ მოხდება მათი იდენტიფიკაცია და რეგისტრაცია და ხელს შეუწყობენ სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას. ამასთან, მთავრობა დაიწყებს გიდების დასაქმების პროგრამას და მათ შესთვაზებს ალტერნატიულ შესაძლებლობებს, როგორიცაა მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილი პროექტები, მიკროგრანტები და ა.შ.

“რაც შეეხება გიდებს, ეს არის საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ძალიან სპეციფიკური ჯგუფი სპეციალისტებისა, ვინც საკმაოდ დიდ პროდუქტს ქმნიდა ტურისტულ ინდუსტრიაში. მათთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და მათთვის ცალკე სპეციფიკურ პროგრამას ვამუშავებთ, რომელიც იქნება მიმარტული იქით, რომ მოხდეს მათი იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია და მათ შორის ხარისხის უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვა.

ასევე ხელს შევუწყობთ გიდების დასაქმების პროგრამას, რაც შესთავაზებს მათ ალტერნატიულ შესაძლებლობებს, სანამ ჩვენი ტურისტული სექტორი დაუბრუნდება ძველ ნიშნულს. მათი უფრო ფართო ჩართვა ჩვენს არსებულ მცირე ბიზნესის პროგრამებში, მიკროგრანტებში, სხვადასხვა სპეციფიკური მიმართულებით ხელშეწყობა მათი დასაქმების, სერტიფიცირება და ხარისხი, გადამზადება. ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენ მივცეთ შესაძლებლობა, უფასო ვიზიტები იქონიონ მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და მსგავს ობიექტებზე და ეს ობიექტები ყველაზე სწრაფად ამოქმედდება” ,- აცხადებს ნათია თურნავა.

მთავრობის გეგმა ტურიზმის სექტორის მიმართულებით

მასალების გადაბეჭდვის წესი