ახალი ამბები

მთავრობის გეგმა ტურიზმის სექტორის მიმართულებით

7 მაისი, 2020 • 1230
მთავრობის გეგმა ტურიზმის სექტორის მიმართულებით

ტურიზმის სექტორი 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისულფდება. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადა მთავრობის სხდომაზე. 

გარდა ამისა, მისი თქმით, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით, ანუ წლის ბოლომდე.

“აქ ვერ დავპირდებით ვერავის სრულ ჩამოწერას, მაგრამ ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შეიძლება”, – თქვა გახარიამ.

მისივე თქმით, მანამდე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში 50-ნომრამდე სასტუმროებს მთავრობა სესხების სუბსიდირებაში უკვე დაეხმარა, რითაც რამდენიმე ათასმა კომპანიამ უკვე ისარგბელა. პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში კი ეს ჩამონათვალი ფართოვდება.

“დღეს ვაწესებთ ახლ ნორმას: ჩვენ დავასუბსიდირებთ სასტუმროებს, რომელთა ბურნვა არის 20 მილიონ ლარამდე. 5 მილიონის სესხის ფარგლებში პროცენტის 80 პროცენტს დავასუბსიდირებთ, რაც ასევე სერიოზული მხარდაჭერა იქნება”, – განაცხადა გახარიამ.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმავე მთავრობის სხდომაზე დააკონკრეტა, რომ სესხის სუბსიდირების ეს პროგრამა სასტუმროების ბიზნესის 95%-ს ფარავს. მისი თქმით, პროგრამა 6 თვე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი