ახალი ამბები

10 დღეში განათლებაზე, სოფელზე, დეველოპმენტზე ცალკე წარვადგენთ გეგმებს -გახარია

7 მაისი, 2020 • 949
10 დღეში განათლებაზე, სოფელზე, დეველოპმენტზე ცალკე წარვადგენთ გეგმებს -გახარია

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, უახლოეს 10 დღეში მთავრობა განათლების, სოფლის მეურნეობისა და დეველოპმენტის სექტორებისთვის პოსტკრიზისულ გეგმებს წარადგენს.

მისი თქმით, პოსტკრიზისული გეგმები ამ სექტორს პანდემიის შემდეგ ეფექტურად ფუნქციონირებაში დაუჭერს მხარს.

დღეს, 7 მაისს, მთავრობამ თქვა, რომ პირველი ასეთი სექტორი ტურიზმი იქნება, უახლოეს დღეებში კი ასევე გასაჯაროვდება გეგმები სხვა სექტორების დასახმარებლად. კერძოდ:

„სასწრაფო დახმარების თვალსაზრისით ტურიზმი იყო პირველი, პოსტკრიზიული გახსნის მხარდაჭერის თვალსაზრისით. შემდგომ, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება მხარი დავუჭიროთ სოფელს – ჩვენს ფერმერს, და შემდგომი პრეზენტაცია იქნება სწორედ სოფლისა და ფერმერის მხარდამჭერი პრეზენტაცია.

მესამე სექტორალური თემა იქნება მშენებლობისა და დეველოპმენტის მხარდაჭერის პრეზენტაცია, რომელიც ჩვენი ეკონომიკისა და სწრაფი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

მეოთხე იქნება ანტიკრიზისული ქმედებები განათლებაში, რასაც მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა აქვს თითოეული მოსწავლისა და სტუდენტისა და, რა თქმა უნდა, მათაც უნდა იცოდნენ, თუ რა გეგმები გააჩნია სახელმწიფოს“, – ამბობს გახარია და ამატებს, რომ ამ გეგმას მთავრობა უახლოესი 10 დღის განმავლობაში წარადგენს.

ნახეთ ასევე:

18 მაისიდან მარნეული გაიხსნება – გახარია

მასალების გადაბეჭდვის წესი