ახალი ამბებირეკლამა

სილქნეტი მომხმარებელს კომუნალური მომსახურებების მიღების უფასო და მარტივ სერვისს სთავაზობს

6 მაისი, 2020 •
სილქნეტი მომხმარებელს კომუნალური მომსახურებების მიღების უფასო და მარტივ სერვისს სთავაზობს

მომსახურების დისტანციურად მიღების მიზნით, სილქნეტი, სემეკთან და კომუნალური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებთან ერთადთავის მომხმარებელს  უფასო და მარტივ სერვისს სთავაზობს.

დღეიდან, სილქნეტის ყველა მომხმარებელს შეეძლება, სახლიდან გაუსვლელად, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომსახურებების მიღება და მართვა მობილურიდან *303# კოდის აკრეფითამ კომბინაციით, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ინტერნეტთან წვდომისა და ყოველგვარი საკომისიო გადასახადის გარეშე, განახორციელოს მისთვის სასურველი ოპერაცია:

[checklist]

  • ნახოს მიმდინარე ბალანსი;
  • მოითხოვოს ელექტრონული ქვითარი;
  • გაიგოს ელექტროენერგიის/სასმელი წყლის/ბუნებრივი გაზის ქსელში გეგმური/არაგეგმიური წყვეტის შესახებ ინფორმაცია და მომარაგების აღდგენის დრო;
  • დააფიქსიროს მომარაგების წყვეტა, ოპერატიულად რეაგირებისთვის;
  • მოთხოვნის შემთხვევაში, გაუგზავნოს კომუნალურ საწარმოს მრიცხველის ჩვენება;
  • დაარეგისტრიროს მობილურის ნომერი სასურველ აბონენტზე;
  • შეამოწმოს აბონენტზე უკვე რეგისტრირებული ნომრები და წაშალოს სხვა ნომრები;
  • გაიგოს საწარმოს მისამართი და ცხელი ხაზის ნომერი.

[/checklist]

 აღწერილი ოპერაციების არჩევანი მომხმარებელს სასურველი სექტორის მონიშვნის შემდგომ ეძლევა. კერძოდ, *303# აკრეფისას, მომხმარებელი ირჩევს  ერთერთ სექტორს: გაზი, ელექტრო ენერგია, წყალი, .. სექტორის არჩევის შემდეგ, მომხმარებლის  ეკრანზე გამოჩნდება აბონენტის ნომრებისადაც საკონტაქტოდ მითითებული აქვს  რეგისტრირებული მობილური ნომერი. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ჩამოთვლილი აბონენტის ნომრებიდან ერთერთი და არჩეულ აბონენტის ნომერზე განახორციელოს მისთვის სასურველი ქმედება.

 303# კოდით მომსახურება ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ კომუნალური მომსახურების კომპანიებისსსთელასის“, სსენერგო პრო ჯორჯიას“, შპსსოკარ ჯორჯია გაზის“, სსსაქორგგაზის“, შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპსმცხეთის წყალის“, შპსრუსთავის წყალისდა სსსაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისაბონენტებს.

მობილური ტელეფონის მეშვეობით საკუთარ კომუნალურ მომსახურებებზე წვდომა მარტივი და მოქნილი საშუალებაა, რაც მომხმარებელს გაუადვილებს ამ მომსახურებების მართვას და გაკონტროლებას, სახლიდან გაუსვლელად. *303#-ით მომსახურება ხელმისაწვდომია ყველა ტიპის მობილური ტელეფონისთვის და არ საჭიროებს სპეციალური პროგრამის ჩამოტვირთვას

აღნიშნული სერვისი სილქნეტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან და კომუნალური მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებთან თანამშრომლობით განსაკუთრებულად დაჩქარებულ რეჟიმში განავითარა, რათა, პანდემიის პერიოდში, დროულად შეეთავაზებინა  მოსახლეობისთვის კიდევ ერთი აუცილებელი სერვისის დისტანცირებული მართვის საშუალება

მასალების გადაბეჭდვის წესი