ახალი ამბები

ფერმერმა ქალმა კიტრის სათბური თანამშრომელ ქალებს აჩუქა

6 მაისი, 2020 • 1239
ფერმერმა ქალმა კიტრის სათბური თანამშრომელ ქალებს აჩუქა

ვანის რაიონის სოფელ მთისძირში ფერმერმა ქეთი თომეიშვილმა კიტრის ერთი სათბური თანამშრომელ ქალებს აჩუქა. ინფორმაციას ამის შესახებ გაეროს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს საქართველოში.

COVID-19-მა ამ ქალების ოჯახების წევრები სამუშაოს გარეშე დატოვა. მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო ახლა ქეთის კიტრის სასათბურე მეურნეობაა.

„ხელფასებიც გავუზარდე, მაგრამ რომ მივხვდი, ეს საკმარისი არ იყო, სათბური მივეცი. მოსავალი 3 კვირაში მოვა და გაყიდვაშიც დავეხმარები. რამდენიმე თვით მოგების გარეშე ყოფნა მე არ გამაღატაკებს, ჩემს გოგოებს კი ძალიან გაუჭირდებოდათ“, – ამბობს ქეთი.

ქეთის კიტრის სასათბურე მეურნეობაში 4 ადგილობრივი ქალი მუშაობს.

ქეთი თომეიშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ერთ-ერთი მონაწილეა. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს.

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/თაკო რობაქიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი