ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ზიგმუნდ ფორიდის შესახებ გადაღებულ Netflix-ის ახალ სერიალში ფროიდის მასწავლებლის, იოზეფ ბროიერის როლს ასრულებს.
სერიალის პირველი სეზონის რვავე სერია Netflix-ის მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. სინოფსისის მიხედვით, ახალგაზრდა ფსიქოანალიტიკოსი ზიგმუნდ ფროიდი 1880-იანი წლების ვენაში მვკლელობას იძიებს.
ნინიძესთან ერთად სერიალში რობერტ ფინსტერი, ელა რამპფი და ჯორჯ ფრედრიხი მონაწილეობენ. Netflix-ის ფროიდი ავსტიულ-გერმანული ერთობლივი სერიალია და პირველი სეზონის 8 სერიიდან ნინიძე 2 ეპიზოდში მონაწილეობს.