ახალი ამბები

24 საათში საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის 88 პირი დააჯარიმეს

6 მაისი, 2020 • 876
24 საათში საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის 88 პირი დააჯარიმეს

უკანასნელ 24 საათში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 88 შემთხვევა გამოვლინდა.

უწყების ცნობით, 5 მაისის 21 საათიდან 6 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, პოლიციამ 66 მოქალაქე დააჯარიმა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 19 მოქალაქე დააჯარიმეს. შსს-ს განცხადებით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

ამასთან, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 2 პირი დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

მასალების გადაბეჭდვის წესი