ახალი ამბები

მთავრობა “კომენდანტის საათის” ღამის 12 საათიდან დაწყებას განიხილავს

17 დეკემბერი, 2020
მთავრობა “კომენდანტის საათის” ღამის 12 საათიდან დაწყებას განიხილავს

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მომავალ შეხვედრებზე განიხილავს “კომენდანტის საათის” 21:00-ის ნაცვლად 23:00 ან 24:00 საათიდან დაწყების მიზანშეწონილობას.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს თბილისის მთავარი ნაძვის ხის ანთების შემდეგ, იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რას ემსახურება საახალწლო განათებები, როდესაც ღამის 9 საათიდან გადაადგილება შეზღუდულია.

“რაც შეეხება „კომენდანტის საათს“, რომ 9 საათზე ქალაქში გადაადგილება იზღუდება, 24 დეკემბრამდე ჩვენ გვექნება არაერთი შეხვედრა საკოორდინაციო საბჭოში და იქნება საუბარი და განხილვა, თუ იქნება მიზანშეწონილი, „საკომენდანტო საათმა“ გადაიწიოს 11:00 ან 12:00 საათამდე”, – განაცხადა კალაძემ.

განათებები დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან უკვე, როდესაც „კომენდანტის საათი“ დაიწყება, ნაძვის ხის გარდა, განათებები ჩამქრალი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არ არის, ქვეყანაში მოქმედებს ფაქტობრივი “კომენდანტის საათი” — 31 იანვრის ჩათვლით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია.  შეზღუდვა ეხება როგორც ქვეითად გადაადგილებას, ასევე, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებასაც. ამ პერიოდში შეზღუდულია საჯარო სივრცეში ყოფნაც.

ეს შეზღუდვები მოიხსნება ორი ღამით, 31 დეკემბერს [ახალი წელი] და 6 იანვარს [შობის დღესასწაული].

 

თბილისის მერია 491 ათასის დახარჯვას გეგმავს უმაყურებლო საახალწლო კონცერტში

მასალების გადაბეჭდვის წესი