ახალი ამბები

პაციენტი, რომელიც 5 მარტიდან Covid 19-ზე მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა

5 მაისი, 2020 • 1310
პაციენტი, რომელიც 5 მარტიდან Covid 19-ზე მკურნალობდა, გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელის, მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით 5 მარტიდან მკურნალობდა, უკვე გამოჯანმრთელდა.

საუბარია ე.წ. მეხუთე პაციენტზე, რომელსაც ვირუსი 5 მარტს დაუდასტურდა. 5 მარტიდან დღემდე, 5 მაისამდე კი 61 დღე გავიდა.

ეზუგბაია ჟურნალისტებთან საუბარში ამატებს, რომ ინფექციური საავადმყოფოში სულ72 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მეხუთე პაციენტს, ვირუსის მატარებელი სხვა ადამიანის მსგავსად, სხვადასხვა სიმპტომი აღენიშნებოდა, მათ შორის ჰქონდა პნევმონიაც, თუმცა დაახლოებით სამი კვირის შემდეგ კორონავირუსის ყველა სიმპტომი გაუქრა. მიუხედავად ამისა, მის ორგანიზმში ვირუსი მაინც რჩებოდა და ტესტი ამ დრომდე დადებით პასუხს აჩვენებდა.

ვრცლად წაიკითხეთ:

ვირუსი 45 დღითა და მეტი ხნით – პაციენტები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან


5 მაისის დილის კორონავირუსის ოფიციალური სტატისტიკა:

  • ᲙᲝᲠᲝᲜᲐᲕᲘᲠᲣᲡᲘᲡ ᲓᲐᲓᲐᲡᲢᲣᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐ – 604
  • ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲯᲐᲜᲛᲠᲗᲔᲚᲔᲑᲣᲚᲘ – 240
  • ᲛᲐᲗ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲒᲐᲠᲓᲐᲪᲕᲚᲘᲚᲘ – 9
  • ᲙᲐᲠᲐᲜᲢᲘᲜᲘᲡ ᲠᲔᲟᲘᲛᲨᲘ – 4887
  • ᲡᲢᲐᲪᲘᲝᲜᲐᲠᲨᲘ ᲛᲔᲗᲕᲐᲚᲧᲣᲠᲔᲝᲑᲘᲡ ᲥᲕᲔᲨ – 500
  • ᲣᲪᲮᲝᲔᲗᲘᲓᲐᲜ ᲡᲐᲛᲙᲣᲠᲜᲐᲚᲝᲓ ᲒᲐᲓᲛᲝᲧᲕᲐᲜᲘᲚᲘ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲡ ᲛᲝᲥᲐᲚᲐᲥᲔᲔᲑᲘ – 3

მასალების გადაბეჭდვის წესი