ხვალიდან, 5 მაისიდან სამშენებლო სექტორი მუშაობას სრულად განაახლებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
“5 მაისიდან ჩვენ გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებაზე. ყველა ის კომპანია, რომლებიც სხვადასხვა სახით არიან დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებენ მუშაობის განახლებას”, – განაცხადა გახარიამ, თუმცა დასძინა, რომ ყოველდღიური შემოწმებები გაგრძელდება. პრემიერმა კომპანიებს მოუწოდა, პასუხისმგებლობით მოეპყრონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულ ვალდებულებს.
“მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანი გეგმის ნაწილი შეგვიძლია, ცოტა უფრო ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელსაც ახლა გავაკეთებთ, მუშაობს და ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ცხოვრებასა და საქმიანობასაც”, – განაცხადა გახარიამ.