ახალი ამბები

5 მაისიდან გაიხსნება ავტოსახელოსნოები – გახარია

4 მაისი, 2020 •
5 მაისიდან გაიხსნება ავტოსახელოსნოები – გახარია

საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, ხვალიდან, 5 მაისიდან, შეზღუდვები შემსუბუქდება და საქმიანობას გააგრძელებენ ავტოსახელოსნოებიც.

გახარიამ დღეს თქვა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება.

„მინდა გითხრათ, რომ ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ლოგისტიკური გადაზიდვის ბიზნესისთვის. ეს ის ნაბიჯია, რომლის შესაძლებლობაც დღეს გვაქვს“,- ამბობს გახარია.

გარდა ამისა, ხვალიდან იხსნება სხვა შეზღუდვებიც, მათ შორის, საქმიანობას გააგრძელებს სამშენებლო სექტორი, ხოლო ბათუმი და ქუთაისი გაიხსნება.

ბათუმი და ქუთაისი იხსნება, თბილისი და რუსთავი – ჯერ არა

მასალების გადაბეჭდვის წესი