ახალი ამბები

სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

3 მაისი, 2020 • 1530
სეტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

ძლიერმა სექტყვამ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი ანაგა და წნორი დააზარალა. როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა ყველაზე მეტად სოფელი ანაგაა დაზარალებული, სადაც 300 ჰექტარზე მეტი ხორბლისა და ქერის  ნათესი დაზიანდა. მისვე თქმით, წნორში ძირითადად დაზიანებულია ვენახი. როგორც მერი ამბობს სესტყვა გუშინ, 2 მაისს, საღამოს მოვიდა და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

“ჩემი წარმომადგენელი იმყოფება ადგილზე, რათა ნახოს კონკრეტულად რა ზარალზეა საუბარი. რაც შეეხება დახმარების საკითხს, შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან და დაადგენენ ზარალის მოცულობას, ასევე როგორ შეიძლება ამ ადამიანების დახმარება. ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვიცი რამდენ ადამიანს ჰქონდა დაზღვეული მოსავალი,”-ამბობს მერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი