ახალი ამბები

ბოდბისხევის ტყეში კაცის ტანსაცმელი და ადამიანის ძვლების ფრაგმენტებია ნანახი – შსს

7 აგვისტო, 2019 •
ბოდბისხევის ტყეში კაცის ტანსაცმელი და ადამიანის ძვლების ფრაგმენტებია ნანახი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის ტყეში მამაკაცის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ადამიანის ძვლების ფრაგმენტები იქნა ნანახი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე ჩატარებული გამოკითხვებით, საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ ნივთები უნდა ეკუთვნოდეს მიმდინარე წლის ივნისში ამავე სოფლიდან გაუჩინარებულ 83 წლის მამაკაცს. ნაპოვნ ძვლის ფრაგმენტებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მასალების გადაბეჭდვის წესი