ახალი ამბები

ისტორიული გალავნის შელესვისთვის კომპანია დააჯარიმეს, სიღნაღის მერია – არა

19 ოქტომბერი, 2018 • 2619
ისტორიული გალავნის შელესვისთვის კომპანია დააჯარიმეს, სიღნაღის მერია – არა

ისტორიული გალავნის შელესვის საქმეზე სასამართლომ სიღნაღის მერიის მიმართ წარმოება შეწყვიტა, კომპანია “ინსტალ+” კი, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებდა, 12 000 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნული ინფორმაცია ნეტგაზეთს სიღნაღის მერიის იურისტმა მიაწოდა და თან განმარტა, რომ დღეს, 19 ოქტომბერს სასამართლოზე მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი მიიღეს.

სიღნაღის ისტორიული გალავნის შელესვის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. როგორც გაირკვა, აღნიშნული სამუშაოებისთვის არც მერიასა და არც კომპანიას შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდათ.

სიღნაღის ისტორიულ გალავანზე უნებართვოდ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების გამო სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია და ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ინსტალ +”, თითოეული, 12 000 ლარით დაჯარიმდა.

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში 11 ოქტომბერს განუცხადეს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი სიღნაღის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია დაჯარიმდა იმის გამო, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოები სააგენტოსთან არ შეათანხმა. რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიის პასუხისმგებლობის მიზეზს, სააგენტოს ინფორმაციით, “ინსტალ +”-მა თაღოვანი კარიბჭის მარჯვენა სეგმენტი მერიის პროექტიდან გადახვევით, უნებართოდ შელესა.

გარდა ამისა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას ძეგლის პირველადი იერსახის აღსადგენად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის შემუშავების მიზნით 6-თვიანი ვადა განესაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი