სიღნაღში, სასტუმრო-რესტორან “ნიკალას” ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სიღნაღში, სასტუმრო-რესტორან “ნიკალას” სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ. ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს შენობაში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია და ცეცხლის ლოკალიზება”, – აცხადებენ უწყებაში.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი