ახალი ამბები

რემდესივირი COVID-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცეს აშშ-ში

2 მაისი, 2020 •
რემდესივირი COVID-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცეს აშშ-ში

კომპანია “გილეადის” მედიკამენტი რემდესივირი აშშ-ის “საკვებისა და წამლების ადმინსიტრაციამ”(FDA) COVID-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიაწოდა.

როგორც CNN-ის სამედიცინო მიმომხილველმა სანჯეი გუფტამ აღნიშნა, რემდესივირს გამოიყენებენ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სამკურნალოდ. დამატებითი ინფორმაცია ამ სიახლის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია რემდესივირის შესახებ:

რას (არ) ამბობენ კვლევები რემდესივირზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი