ახალი ამბები

თეთრიწყაროდან 85 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს

1 მაისი, 2020 • 1042
თეთრიწყაროდან 85 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს

თეთრიწყაროდან კორონავირუსის გამო 85 ადამიანი კარანტინში გადაიყვანეს. ინფორმაცია ნეტგაზეთს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურმა დაუდასტურდა.

პრესსამსახურში ასევე გვითხრეს, რომ მალე დამატებით ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ.

თეთრიწყარო 26 აპრილს ჩაიკეტა, მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტში განაცხადეს, რომ აქ კორონავირუსის ინფიცირების 19 შემთხვევა დადასტურდა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, 19-ვე ინფიცირებული თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელი იყო. არსებული ინფორმაციით, მედპერსონალს მიმოსვლა ჰქონდა მარნეულისა და ბოლნისის კლინიკებთან.

ჯერჯერობით უცნობია პირველი ინფიცირების შემთხვევის წყაროც, ასამდე ადამიანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, კიდევ რამდენიმე ათეული კი – კარანტინში.

ვრცლად წაიკითხეთ:

რეპორტაჟი ჩაკეტილი თეთრიწყაროდან

მასალების გადაბეჭდვის წესი