ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

COVID-19 და დევნილი ქალის დაზარალებული ჟოლოს ბაღის ბიზნესი [ვიდეო]

30 აპრილი, 2020 • 3248
COVID-19 და დევნილი ქალის დაზარალებული ჟოლოს ბაღის ბიზნესი [ვიდეო]

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდას დევნილთა კომპაქტური დასახლება, რომელიც მარნეულსა და თბილისს შორის მდებარეობს, ასევე იზოლირებული აღმოჩნდა კორონავირუსისა და ახალი რეგულაციების გამო. ოჯახები, რომელთაც მცირე ბაღები და, შესაბამისად, ერთადერთი შემოსავალი გააჩნდათ, შესაწამლ მედიკამენტებს სხვადასხვა მიზეზით ვეღარ ყიდულობენ.

მათ შორისაა 2008 წლის ომის დევნილი ინგა ბერუაშვილის ოჯახი, რომელმაც ჟოლოს ბაღი დასახლებაში რამდენიმე წლის წინ გააშენა და კენკრისა და ნერგების რეალიზაციით თავს ირჩენდა. კორონავირუსის პანდემიის გამო კი მისი ქმარი და შვილი, რომლებიც სოფელშივე მშენებლობაზე მუშაობდნენ, უმუშევრად დარჩნენ და ბაღისთვის საჭირო შესაწამლი ნივთიერებები ვეღარ იყიდეს.

“რას ვიფიქრებდით, რომ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით, მთელი დანაზოგით მეორე ნაკვეთი დავამუშავეთ და ჟოლოს ბაღისთვის შესაწამლად ფული აღარ დაგვრჩა. თბილისიდან როგორმე ვინმეს რომ ჩამოვატანინოთ ეს წამლები, მაგასაც ვერ გადავუხდით”, – გვიყვება ინგა ბერუაშვილი.

ამჟამად ბაღში ზოგიერთ ნერგს უკვე გაუჩნდა ჭია და მთელი ბაღი განადგურების პირასაა.

 


ამავე თემაზე:

ჟოლოს ბაღები – დევნილი ქალის წარმატების ამბავი

მასალების გადაბეჭდვის წესი