ახალი ამბები

EBRD თბილისის მეტროს რეაბილიტაციას 75 მილიონი ევროთი დააფინანსებს

30 აპრილი, 2020 • 1992
EBRD თბილისის მეტროს რეაბილიტაციას 75 მილიონი ევროთი დააფინანსებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თბილისის მეტროს რეაბილიტაციას დააფინანსებს. EBRD-ის ინფორმაციით, მეტროს რეაბილიტაციისთვის, ჯამში, 75 მილიონი ევროს მოცულობის სესხი გამოიყოფა, საიდანაც 65 მილიონი ევრო EBRD-ს, ხოლო დანარჩენი მწვანე კლიმატის ფონდს (GCF) ეკუთვნის.

“სესხი დედაქალაქის მთავარი სატრანსპორტო საშუალების, მეტროს რეაბილიტაციასა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შეძენას ითვალისწინებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების ხელშეწყობა EBRD-ის მხრიდან კოროვირუსის პანდემიაზე რეაგირების მთავარი შემადგენელი ნაწილია”,-აცხადებენ ბანკში.

რელიზის თანახმად, გამოყოფილი თანხით თბილისის მერია 40 თანამედროვე მეტროს ვაგონის შეძენას, დეპოსა და გვირაბის რეაბილიტაციას გეგმავს.

მეტროს რეაბილიტაცია და ახალი მოძრავი შემადგენლობა გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საიმედოობას, უსაფრთხოებასა და ეფექტურობას და მგზავრებს კომფორტული და ეკოლოგიურად  უსაფრთხო ტრანსპორტით უზრუნველყოფს. თბილისში თითქმის 1.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და პიკის საათებში მოძრაობა გადატვირთულია. განახლებული მეტრო ხელს შეუწყობს კერძოდან საზოგადოებრივ ტრანსპორტის გამოყენებაზე გადასვლას, რაც უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების საგრძნობ შემცირებას” ,- ნათქვამია EBRD-ის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი