ახალი ამბები

მთავრობის „ახალგაზრდობის სააგენტო“ „ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ ქმნის

29 აპრილი, 2020 •
მთავრობის „ახალგაზრდობის სააგენტო“ „ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ ქმნის

მთავრობის მიერ დაარსებულმა „ახალგაზრდობის სააგენტომ“ გამოაცხადა, რომ „ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ ქმნის.

29 აპრილს გავრცელებული განცხადების თანახმად, მრჩეველთა საბჭოს ამოცანა იქნება „ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა“.

„ვინაიდან ახალგაზრდობა სფეროს უმთავრესი ნაწილია, რომლის გარეშეც ეკოსისტემის შექმნა წარმოუდგენელია, სააგენტომ აირჩია გეზი, რომ მისი პოლიტიკა და გადაწყვეტილებები იყოს მონაწილეობრივი, რაც გულისხმობს ახალგაზრდების ჩართვას იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ ეხებათ, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე“, – წერს სააგენტო ფეისბუკზე.

ამავე განცხადების თანახმად, ასეთი საბჭო „ევროპაში აპრობირებული ეფექტური მექანიზმია და უზრუნველყოფს, რომ სააგენტოს საქმიანობაში ახალგაზრდების ხმა უფრო მკაფიოდ გაჟღერდეს და მნიშვნელობა შეიძინოს“.

საქართველოს მთავრობამ მამუკა ბახტაძის პრემიერობის პერიოდში, 2019 წლის 26 აგვისტოს, დააფუძნა „ახალგაზრდობის სააგენტო“. უწყების სახელმწიფო კონტროლს თავად მთავრობა ახორციელებს.

მისი ხელმძღვანელია რეზო ჩარკვიანი, რომელიც საკონსულტაციო სააგენტო „მილენიალ ჰაბის“ დამფუძნებელია. სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სააგენტოს დასაფინანსებლადაც 2020 წლისთვის დაახლოებით 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი