ახალი ამბები

“სუფთა სახლს” 29 აპრილიდან მუშაობის უფლება მიეცა

29 აპრილი, 2020 • 2252
“სუფთა სახლს” 29 აპრილიდან მუშაობის უფლება მიეცა

საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, დღეიდან „სუფთა სახლის“ მაღაზიათა ქსელს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცა.

ამ დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ სუფთა სახლს შემდეგი უფლება აქვს:  საცალო ვაჭრობა კოსმეტიკური და ტუალეტის ნაწარმით სპეციალიზებულ მაღაზიებში; დასაწყობება და შენახვა; ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა, ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები; საცალო ვაჭრობა საყოფაცხოვრებო ჭურჭლით, თიხის ჭურჭლით, ფაიფურით და სამზარეულოს საკუთნოებით;.

დადგენილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის.

მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, „სუფთა სახლის“ ქსელის 150 მაღაზია საქართველოში 10 აპრილიდან დაიხურა. კომპანია, რომელიც საყოფაცხოვრებო და ჰიგიენურ საშუალებებს ყიდის მთელ საქართველოში, აცხადებს, რომ დახურვის გადაწყვეტილება  შემოსავლების სამსახურის შეტყობინების გამო მიიღეს

პანდემიის დროს მთავრობამ   “სუფთა სახლის” 150 მაღაზიას საქმიანობის უფლება შეუჩერა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი