ახალი ამბები

პანდემიის დროს მთავრობამ   “სუფთა სახლის” 150 მაღაზიას საქმიანობის უფლება შეუჩერა

11 აპრილი, 2020 • 1465
პანდემიის დროს მთავრობამ   “სუფთა სახლის” 150 მაღაზიას საქმიანობის უფლება შეუჩერა

“სუფთა სახლის” ქსელის 150 მაღაზია დიახურა საქართველოში 10 აპრილიდან. 

 კომპანია, რომელიც საყოფაცხოვრებო ჰიგიენური საშუალებებს ყიდის მთელ საქართველოში, აცხადებს, რომ დახურვის გადაწყვეტილება  შემოსავლების სამსახურის შეტყობინების გამო მიიღეს. 

10 აპრილს, დღის მეორე ნახევარში მივიღეთ შეტყობინება შემოსავლების სამსახურიდან და მაშინვე დავხურეთ მაღაზიები, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “სუფთა სახლის” მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა ანი ნადირაშვილმა. 

მისი თქმით, ამის მიზეზად ის დადგენილება დაუსახელეს, რომლის საფუძველეც საქართველოში კომპანიებს ეკონომიკური საქმიანობა შეეზღუდათ საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

“თუმცა, ჩვენ ამ დადგენილების მიღების შემდეგ ვაგრძელებდით მუშაობას, რადგანაც სოფლის მეურნეობის და სხვა სამთავრობო უწყებებში გვითხრეს, რომ ჩვენი მუშაობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა პანდემიის დროს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კომპონია მოსახლეობას ამარაგებს ჰიგიენური საშუალებებით, რომელთა მიწოდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, მაღაზიებში უზრუნველყოფილი იყო საჭირო დისტანცია და ყოველდღიურად ამოწმებდნენ მათ მუშაობას შესაბამისი უწყებები, ამიტომ ეს გადაწყვეტილება კომპანიისთვის გაუგებარია.

“ნეტგაზეთი” მთავრობის პრესსამსახურისგან ცდილობს განმარტების მიღებას ამ საკითხთან დაკავშირებით.


საქართველოს მთავრობამ  23 მარტს მიიღო დადგენილება, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის ვადით ქვეყანაში შეაჩერა ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარკვეული გამონაკლისების გარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი