ახალი ამბები

დააკავეს საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე

28 აპრილი, 2020 • 5323
დააკავეს საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე

საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ყოფილი მოადგილე დავით ცინარიძე ოჯახში დანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს (11 პრიმა მუხლზე მითითებით), რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა ცოლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა ქალი არ დაშავებულა.

დავით ცინარიძის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის 2015 წელს გავრცელებული ვიდეოკადრებიდან გახდა ცნობილი. ვიდეოში ჩანდა, რომ მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორის, დავით ცინარიძის და მისი მოადგილის, გიორგი (გოგა) ჭანტურიას სახელების გამოყენებით პატრულზე ზეწოლას ცდილობდა. დავით ცინარიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, თუმცა შსს-ს სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობა განაგრძო.

ენმ: მოქალაქის ზეწოლა პატრულებზე მათივე უფროსის საშუალებით [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი