უკრაინული გამოცემის, „ცენზორ.ნეტ-ის“ მთავარი რედაქტორის, იური ბუტუსოვის ინფორმაციით, პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის ჰქონდა სურვილი, საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელად დაენიშნა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ზელენსკის ოფისიდან საყვარელიძეს არავინ დაკავშირებია.
ბუტუსოვის ცნობით, „აგრეთვე ჩაიშალა გამოძიების სახელმწიფო ბიუროს ხელმძღვანელად დავით საყვარელიძის დანიშვნის იდეა. ეს იდეა თავად პრეზიდენტ ზელენსკიმ წამოწია, მის შესახებ თავის გუნდს შეატყობინა, ბევრმა უკვე დავითისთვის მილოცვა დაიწყო. მაგრამ თვითონ საყვარელიძესთან პრეზიდენტის ოფისიდან არავის არ ულაპარაკია. ამიტომ, სიტყვები სიტყვებად რჩება“, — წერს იგი.
ამავე მასალაში ბუტუსოვი წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის იდეა ჩაიშალა — მისი თქმით, პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვიეს, თუმცა უმაღლესი რადას დეპუტატის, ოლექსანდრ კაჩურას განცხადებით, სააკაშვილის კანდიდატურა რადაში არ შესულა და შესაბამისად, მას ვერც გამოიხმობდნენ.
ამავე თემაზე იხილეთ