ახალი ამბები

მუხიანში ბალახი და ნაგავი იწვის

28 აპრილი, 2020 • 1071
მუხიანში ბალახი და ნაგავი იწვის

თბილისში, მუხიანში ხანძარია. დაკვამლიანება მიმდებარე უბნებიდანაც შეიმჩნევა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკიდია ბალახს და ნაგავს. მათივე ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები.

მასალების გადაბეჭდვის წესი