ახალი ამბები

გაიდლაინში ცვლილება შეგვაქვს, თუმცა პლაქვენილს ეს არ ეხება – ცერცვაძე

28 აპრილი, 2020 • 902
გაიდლაინში ცვლილება შეგვაქვს, თუმცა პლაქვენილს ეს არ ეხება – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კორონავირუსის სამედიცინო გაიდლაინში, ანუ ვირუსთან ბრძოლის ერთიან ჩამოყალიბებულ წესში, ცვლილებების შეტანა იგეგმება, თუმცა ეს არ ეხება პრეპარატ პლაქვენილს.

ცერცვაძესა და კლინიკების სხვა ხელმძღვანელებს დღეს ჯანდაცვის მინისტრსთან სპეციალური შეხვედრა ჰქონდათ. შეხვედრის შემდეგ ცერცვაძემ თქვა, რომ მიუხედავად შენიშვნებისა, აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტო (FDA) პლაქვენილს რეკომენდაციას მაინც უწევს.

შესაბამისად, სანამ FDA პლაქვენილს არ შეცვლის, ქართულ გაიდლაინშიც პრეპარატი დარჩება.

„რაც შეეხება გაიდლაინში ცვლილებას, ის, ვისაც აინტერესებს, მოხდა თუ არა ცვლილება ძირითადი მედიკამენტის  – პლაქვენილის თვალსაზრისით – არ მომხდარა იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გაჩნდა შენიშვნები ექიმებისა და ექსპერტების მხრიდან, რომ პლაქვენილი შესაძლოა, არ იყოს ისე ეფექტური კოვიდ ინფექციის დროს, როგორც ეს თავიდან ეგონათ…

ასეთი კვლევებიც არის ნამდვილად – ამის მიუხედავად, ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტომ ე.წ. FDA, რომელიც არის მთავარი ორგანო მსოფლიოში, რომელიც წყვეტს საკითხს, თუ რა მედიკამენტები უნდა იხმარონ, რომელი დაავადების დროს – მას არ შეუცვლია თავისი გადაწყვეტილება, სადაც რეკომენდაცია კვლევებში არსებული მედიკამენტებიდან ერთადერთი მისცა პლაქვენილს.

შესაბამისად, სანამ FDA არ გადახედავს ამ შეხედულებას და ის გადახედავს მხოლოდ მაშინ, თუ მიიღო ძალიან სერიოზული მტკიცებულებები, რომ სხვა მედიკამენტები უფრო ეფექტურია – მანამდე ქართულ გაიდლაინში შესწორებები არ იქნება შეტანილი ამ კუთხით და პლაქვენილი კვლავ რჩება ძირითად სამკურნალო საშუალებად“, – განმარტავს ცერცვაძე.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ასევე რამდენიმე საერთაშორისო კვლევა, რომელიც პლაქვენილს კოვიდ ინფიცირების წინააღმდეგ, არა მხოლოდ სამკურნალო, არამედ პროფილაქტიკის ეფექტიანობის თვალსაზრისით სწავლობს.

„რაც შეეხება დანარჩენს, ყველა კლინიკას დაუგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება და მკურნალობის სხვა მეთოდები, მათ შორის, ინოვაციური მეთოდები, როგორიცაა, მაგალითად, გამოჯანმრთელებული პაციენტის პლაზმის გადასხმა ან სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევების მკურნალობა, რომელიც ძალიან მნშვნელოვანი გამოდგა ინფიცრებულებში.

ასევე, რიგი თანხმლები დაავადებების დროული მკურნალობა – ამ მხირვ უკვე დაგროვდა საკამრისი გამოცდილება, რომ გაიდლაინში ცვლილებები შევიტანოთ, რაც უახლოეს მომავალშ მოხდება კიდეც“, – ამატებს ცერცვაძე.


თენგიზ ცერცვაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა:

„პლაქვენილი ინიშნება, როდესაც პაციენტს აქვს მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები, 38 გრადუსი ან მეტი ტემპერატურა, ძლიერი ხველება და სისუსტე, გონების დაბინდვა და, რაც მთავარია, რენტგენზე გამოჩენილი პნევმონია. თუ ეს გამოჩნდა, აუცილებლად უნდა მივცეთ”

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

როდის გამოიყენება პლაქვენილი COVID-19-ის სამკურნალოდ – ცერცვაძის განმარტება

მასალების გადაბეჭდვის წესი