ახალი ამბები

ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგი – ეზუგბაია ინფიცირებულების მაღალ მატებაზე

25 აპრილი, 2020 • 2130
ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგი – ეზუგბაია ინფიცირებულების მაღალ მატებაზე

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 24 საათში 25-ით გაიზარდა და 456 გახდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, დღიური მონაცემების დიდი მატების მიზეზი გუშინ, 24 აპრილს ჩატარებული აგრესიული კვლევაა.

“გუშინდელი დღე იყო დღე, როდესაც ჩატარდა დიდი რაოდენობით კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის კვლევა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა ამ ჯამური მონაცემების შედეგია. შემდგომ დღეებში, ალბათ, აგრესიული კვლევების გარეშე ჩატარდება და ვიმედოვნებთ, ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის შემთხვევები 456-მდე გაიზარდა, 132 გამოჯანმრთელდა

მასალების გადაბეჭდვის წესი