ახალი ამბები

კორონავირუსის შემთხვევები 456-მდე გაიზარდა, 132 გამოჯანმრთელდა

25 აპრილი, 2020 • 2097
კორონავირუსის შემთხვევები 456-მდე გაიზარდა, 132 გამოჯანმრთელდა

25 აპრილის 10:30 საათის მდგომაროებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 456-მდე გაიზარდა.

24 საათის განმავლობაში 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, დიდი მატების მიზეზი გუშინ ჩატარებული აგრესიული კვლევაა.

“გუშინდელი დღე იყო დღე, როდესაც ჩატარდა დიდი რაოდენობით კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის კვლევა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა ამ ჯამური მონაცემების შედეგია. შემდგომ დღეებში, ალბათ, აგრესიული კვლევების გარეშე ჩატარდება და ვიმედოვნებთ, ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 132 პაციენტი.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 949 ადამიანი, 555 კი სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

საქართველოში კორონავირუსისგან 5 ადამიანი გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი