ახალი ამბები

სარკაზმი იყო – ტრამპი სადეზინფექციო ხსნარით მკურნალობის საკითხზე

24 აპრილი, 2020 • 2041
სარკაზმი იყო – ტრამპი სადეზინფექციო ხსნარით მკურნალობის საკითხზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „სარკასტული იყო“, როცა განაცხადა, რომ კორონავირუსის მკურნალობა სადეზინფექციო ხსნარის მიღებით იყო შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ CBS News ავრცელებს.

„ეგ სარკასტულად ვიკითხე, თქვენნაირი რეპორტიორებისთვის, რომ მენახა, რა მოხდებოდა“, – მოჰყავს გამოცემას ტრამპის სიტყვები.

იქამდე, მისმა პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ ტრამპის შეთავაზება კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი.

დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ღამით განაცხადა, რომ ექსპერტებმა უნდა გამოიკვლიონ, რამდენად შესაძლებელია სადეზინფექციო ხსნარების მიღებით კორონავირუსის მკურნალობა.

ასეთი ხსნარების მწარმოებელმა კომპანიამ, ისევე როგორც აშშ-ის მთავარმა ქირურგმა, განაცხადეს, რომ ასეთი მეთოდი სიცოცხლისთვის იყო საშიში.

ტრამპს სურს გადაამოწმოს, სადეზინფექციო ხსნარის ორგანიზმში შეყვანით იკურნება თუ არა COVID-19

მასალების გადაბეჭდვის წესი