ახალი ამბები

მწარმოებელი: ნუ დალევთ ჩვენს სადეზინფექციო ხსნარს

24 აპრილი, 2020 • 1381
მწარმოებელი: ნუ დალევთ ჩვენს სადეზინფექციო ხსნარს

სადეზინფექციო ხსნარის, Lysol-ის მწარმოებელი კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, კორონავირუსთან საბრძოლველად მათი პროდუქტი არ მოიხმარონ. მანამდე, დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს შესთავაზა გამოეკვლიათ, შეიძლება თუ არა კორონავირუსის დამარცხება სხეულში სადეზინფექციო ხსნარის შეყვანით და დაამატა, რომ ეს იდეა საინტერესოდ ჟღერს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

კომპანია Reckitt Benckiser-მა განცხადებაში დაწერა, რომ საზეზინფექციო საშუალებების მიღება ადამიანების მიერ სახიფათოა.

„როგორც გლობალური ლიდერები ჯანდაცვისა და ჰიგიენის პროდუქტებში, ვალდებული ვართ განვაცხადოთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ჩვენი სადეზინფექციო პროდუქცია ადამიანის სხეულში შევიდეს (ინიექციის თუ ნებისმიერი სხვა გზით)“, — ამბობენ კომპანიაში.

ამავე თემაზე:

ტრამპს სურს გადაამოწმოს, სადეზინფექციო ხსნარის ორგანიზმში შეყვანით იკურნება თუ არა COVID-19

მასალების გადაბეჭდვის წესი