ახალი ამბები

აშშ-მა საქართველოს დასახმარებლად 64 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო – საელჩო

24 აპრილი, 2020 • 1274
აშშ-მა საქართველოს დასახმარებლად 64 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო – საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად 64 მლნ აშშ დოლარზე მეტს გამოყოფოს. მათივე ცნობით, ეს დაფინანსება აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია.

“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად. ეს დაფინანსება აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია”,-წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი