ახალი ამბები

მთავრობის გათვლით, მინიმუმ 350 000 ფორმალური სამუშაო დაიკარგება, თვითდასაქმებულები ამ სტატისტიკაში არ ფიგურირებენ

24 აპრილი, 2020 • 1152
მთავრობის გათვლით, მინიმუმ 350 000 ფორმალური სამუშაო დაიკარგება, თვითდასაქმებულები ამ სტატისტიკაში არ ფიგურირებენ

გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა ფიქრობს, რომ დაახლოებით 350 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგება კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად.

პრემიერის განმარტებითვე, ამას გარდა, პრობლემები თვითდასაქმებულთა ნაწილშიც იქნება. ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას, პანდემიის დასრულების შემდეგ საქართველოს ეკონომიკაში რამდენი სამუშაო ადგილი დაიკარგება.

“პროგნოზების დონეზე და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების იმ ტენდენციით, რომელიც დღეს არის… სიტუაცია ყოველდღიუარად იცვლება… ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება 350 ათასი ფორმალური სამუშაო ადგილი, რომელსაც მინიმუმ დავკარგავთ. ამაზე გათვლით გვაქვს ეს სოციალური დახმარების შეთავაზება გაკეთებული. ფორმალურზე ვსაუბრობ, თუმცა ამის გარდა იქნება არაფორმალური დასაქმების ნაწილშიც სერიოზული პრობლემები”, – ამბობს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი