ახალი ამბები

კვლევა საჭირო არაა, რომ საერთო კოვზით ზიარება რისკს შეიცავს – ცერცვაძე

23 აპრილი, 2020 •
კვლევა საჭირო არაა, რომ საერთო კოვზით ზიარება რისკს შეიცავს – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა არ სჭირდება იმას, რომ საერთო კოვზით ზიარება ინფექციის გავრცელების რისკს შეიცავს.

“ყველას აქვს თავისი პოზიცია. ყველანი მაინც გამოვდივართ გარკვეულად იმისგან, რომ ეს სენსიტიური თემაა და ყველანი პატივს ვცემთ ეკლესიას, მაგრამ მე ყოველთვის ვაფიქსირებდი და ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ ეს საერთო კოვზით ზიარება შეიცავს ინფექციის გავრცელების რისკს და რამე განსაკუთრებული სამეცნიერო კვლევა ამისთვის საჭირო არ არის”, – განუცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებს საერთო კოვზით ზიარებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 16 აპრილს განაცხადა, რომ ვერ უპასუხებს კითხვას, არის თუ არა საერთო კოვზით ზიარება სარისკო ან უსაფრთხო Covid-19-ის პანდემიის გავრცელების კუთხით, რადგან ამას „მეცნიერული კვლევა“ სჭირდება.

საერთო კოვზით ზიარება სარისკოა | კორონავირუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი