მას შემდეგ, რაც მარტის ბოლოს ახალი კორონავირუსის გავრცელებამ ნიუ იორკი მოიცვა, Mount Sinai-ს საავადმყოფოს ექიმებმა პაციეტების სისხლში უჩვეულო რამ შენიშნეს.
სისხლის შესქელება და კოლტების წარმოქმნა პაციენტების რამდენიმე ორგანოში შენიშნეს, რაც გამოცემის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო გართულებაა, რაც ამ დაავადებას შეიძლება თან ახლდეს.
როგორც “როიტერსი” წერს, Mount Sinai-ში ნეფროლოგებმა შეამჩნიეს, რომ თირკმლის სადიალიზო კათეტერებში სისხლის კოლტები იჭედებოდა. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების ფილტვების გარკვეულ რეგიონებს კი სისხლი არ მიეწოდებოდა. მსგავსი ტენდენცია შენიშნეს ნეიროქირურგებმაც, რდგანაც გაიზარდა ახალგაზრდების რიცხვი, რომლებსაც სისხლის კოლტების გამო ინსულტი უვითარდებოდათ და მათ, სულ მცირე, ნახევარს, COVID-19 ჰქონდა დადასტურებული:
“გასაოცარია, რამდენად აყალიბებს კოლტებს ეს დავადება. დაავადება, რომელსაც ახალი კორონავირუსი იწვევს, მეტია, ვიდრე სასუნთქი სისტემების დაავადება. ზოგიერთ შემთხვევაში ახალგაზრდა პაციენტებში COVID-19-ის პირველი სიმპტომი იყო ინსულტი “, – უთხრა როიტერსს Mount Sinai-ს საავადმყოფოს ნეიროქირურგმა დოქტორმა მოკომ.
მისი თქმით, სამ კვირაში ინსულტის დიაგნოზით 32 პაციენტი ჰყავდა, რაც ჩვეულზე ორჯერ მეტია. ქირურგის თქმით, 5 მთგანი 49 წელზე მცირე ასაკის იყო, ყველაზე ახალგაზრდა – 31 წლის. ექიმი აღნიშნავს, რომ არცერთ პაციენტს ინსულტის რისკები არ ჰქონდა, რაც, მისი თქმით, ატიპურია.
აღნიშნული მიგნებების გამო ამჟამად პაცენტებს სისხლის შეთხელებისთვის დიდი დოზით პრეპარატებს უნიშნავენ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ პაციენტის ორგანიზმში სისხლის შესქლების დაწყება გამოვლინდება:
“იქნებ, თუ სისხლის შესქლების პრევენციას შევძლებთ, დაავადება ნაკლებ მძიმედ განვითარდეს. რა თქმა უნდა, ახალ პროტოკოლს კონკრეტული მაღალი რისკის შემცევლ პაციენტებზე ვერ გამოვიყენებთ, რადგანაც შეიძლება ტვინსა და სხვა ორგანოებში სისხლდენა გამოიწვიოს”, – ამბობს “როიტერსთან” დოქტორი დეივიდ რაისი.
Mount Sinai-ს ექიმებმა დაავადების ამგვარი გართულება ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში მომუშავე ექიმთა ნაშრომებშიც იპოვეს, რის შემდეგაც აშშ-ში მოქმედ სხვა კლინიკებსაც დაუკავშირდნენ. როგორც “როიტერსი” წერს, შედეგები სხვა კლინიკის პაციენტების მონაცემებსაც დაემთხვა. ექიმები ამბობენ, რომ სიმპტომები გარკვეული ტიპის ონკოპაციენტებისა და მჭამელას მქონე ავადმყოფების სიმპტომებს ჰგავს და სხვა ვირუსის მიერ ამგვარი გართულებების წარმოქმნას ვერ იხსენებენ.
შედეგად, ბოსტონის Beth Israel Deaconess-ის სამედიცინო ცენტრში კვლევა დაიწყო, რომლის საკვლევი ჰიპოთეზის მიხედვით, სისხლის შესქელების საწინაარმდეგო მედიკამენტებმა, წესით, COVID-19ის მძიმე ფორმების პაციენტებში დაავადების მიმდინარეობის შემსუბუქება უნდა განაპირობოს.
აღნიშნული, შესაძლოა, გამოწვეული იყოს მძიმე პაციენტების უმოძრაობით, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ ის ადრეულ სტადიაზე ვლინდება, რაც ამ ვირუსთან კავშირზე ეჭვებს ამყარებს.
აშშ-ის ჰემატოლოგების საზოგადოება საკუთარ სახელმძღვანელოებში წერს, რომ პრევენციის მიზნით სისხლის შეთხელებისთვის საჭირო მედიკამენტების COVID პაციენტებში გამოყენების ეფექტურობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კვლევა ამ მიმართულებით გრძელდება.
ამავე თემაზე
“სისხლის გამათხელებლები თითქმის ყველა მძიმე პაციენტთან გამოვიყენეთ” – ენდელაძე