ახალი ამბები

23 აპრილი: 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

23 აპრილი, 2020 •
23 აპრილი: 24 საათში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

23 აპრილის დილის მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 420-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის ოფიციალურ საიტზე – stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გუშინ დილით, ამავე საიტის მონაცემების თანახმად, ეს რიცხვი 411 შემთხვევას უტოლდებოდა. 

420 დადასტურებული შემთხვევეიდან 107 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთანავე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5148 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ- 573.

მასალების გადაბეჭდვის წესი