ახალი ამბები

22 აპრილი: საქართველოში Covid 19-ის დადასტურებული შემთხვევები 411-მდე გაიზარდა

22 აპრილი, 2020 •
22 აპრილი: საქართველოში Covid 19-ის დადასტურებული შემთხვევები 411-მდე გაიზარდა

22 აპრილის დილის მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 411-მდე გაიზრდა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მთავრობის ოფიციალურ საიტზე – stopcov.ge-ze განახლდა.

411 დადასტურებული შემთხვევიდან 98 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 309 აქტიური პაციენტია, ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა მკურნალობს.

რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5015 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -573.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი