სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, ხვალიდან, 23 აპრილიდან ზუგდიდის აგრარული ბაზრის ნაწილი ფუნქციონირებას შეძლებს.
საუბარია ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიებსა და ბაზრის შესასვლელში არსებულ ხილ-ბოსტნის სექციაზე.
“ფოთში ფუნქციონირება დაიწყო ბაზარში განთავსებულმა სასურსათო მაღაზიებმა, რომლებიც შესაბამის ნორმებს აკმაყოფილებენ. ასევე, ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას ზუგდიდის აგრარულ ბაზარში არსებული სასურსათო მაღაზიები, ასევე, სექცია, რომელიც რძის პროდუქტებს და ხორცს ყიდის, და ხილ-ბოსტანი”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
მისი თქმით, ზუგდიდის აგრარულ ბაზარში დაცული იქნება ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები, სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციები. ტერიტორიაზე რიგებს გააკონტროლებენ მოხალისეები, სამართალდამცველები და ზედამხედველობის სამსახურის წარმოამდგენლები. ბაზარში შესასვლელად მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ პირბადე.
ზუგდიდის აგრარული ბაზარი 16 აპრილს დაიხურა, რის მიზეზადაც წინასადღესასწაულო პერიოდში მოქალაქეთა რიგების მოუწესრიგებლობა დასახელდა.