ახალი ამბები

ექიმების შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გვეკადრება – ზურაბიშვილი

22 აპრილი, 2020 • 904
ექიმების შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გვეკადრება – ზურაბიშვილი

საქარრთველოს პარლამენტი საგაგნგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივების საკითხს განიხილავს.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის საშუალებით პირველ ეტაპზე შესაძლებელი გახდა ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება, რაც მთავრობის დროული და ეფექტიანი ნაბიჯების და ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირის შედეგია.

“ამიტომ, მე მგონი, არ შეიძლება ამ დროს, ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ჩვენ არ გვეკადრება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მიუხედავად მაღალი შეფასებისა, ზურაბიშვილის თქმით, პიკის ფაზაში შესვლისას მოდუნება არ შეიძლება და მთავარია, შიდა გავრცელების ზრდის ტემპი კონტროლქვეშ დარჩეს და ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი