ახალი ამბები

შსს: ქურდული სამყაროს წევრებმა მეწარმეებს 10 000 ლარი გამოსძალეს

8 ოქტომბერი, 2015 •
შსს: ქურდული სამყაროს წევრებმა მეწარმეებს 10 000 ლარი გამოსძალეს

შსს–ს ინფორმაციით, დაკავებულები  არიან 57 წლის მურად ს. და 54 წლის ვასილ ჩ.

შსს–ს აცხადებს, რომ ბრალდებულები აღიარებდნენ ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებდნენ დანაშაულებრივი საქმიანობის განსახორციელებლად.


“კერძოდ, მუქარისა და დაშინების გზით, ინდივიდუალურ მეწარმეებს: უჩა ჩ-ს, გია დ-ს და თეიმურაზ გ-ს გამოსძალეს 10 000 ლარი. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას გამოძალული სრული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს,”– ნათქვამია განცხადებაში

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით მიმიდნარეობს, რაც ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვას გულისხმობს. 

 

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის და გამოძალვისთვის 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით, 1959 წელს დაბადებული მურად ს. და 1961 წელს დაბადებული ვასილ ჩ. დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები აღიარებდნენ ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებდნენ დანაშაულებრივი საქმიანობის განსახორციელებლად. კერძოდ, მუქარისა და დაშინების გზით, ინდივიდუალურ მეწარმეებს: უჩა ჩ-ს, გია დ-ს და თეიმურაზ გ-ს გამოსძალეს 10 000 ლარი. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, გამოძალული სრული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით).

Posted by საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Wednesday, October 7, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი