ახალი ამბები

პროტესტი დისტანციის დაცვით ისრაელში [ფოტოალბომი]

20 აპრილი, 2020 • 1506
პროტესტი დისტანციის დაცვით ისრაელში [ფოტოალბომი]

ანთებული მობილური ტელეფონებით და დისტანციის დაცვით თელ-ავივში, რაბინის მოედანზე, ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ. კორონავირუსის ეპიდემიის გამო აქციის მონაწილეებს ნიღბები ეკეთათ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ისრაელში შეზღუდვები მოქმედებს, თუმცა დემონსტრაციები დაშვებულია, თუ მისი მონაწილეები დისტანციას დაიცავენ და ნიღბებს ატარებენ.

“გადაარჩინეთ დემოკრატია” – ამ ლოზუნგით შეკრებილმა დემონსტანტებმა ბენი განცის პარტიას მოუწოდეს, არ შეუერთდნენ კორუფციაში ბრალდებული პრემიერ-მინისტრის ხელისუფლებას. ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ ისრაელში კორუფციასთან დაკავშირებულ 3 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

გთავაზობთ ევროპის პრესფოტო სააგენტოს (EPA) ფოტოებს თელ-ავივში 15 აპრილს გამართული საპროტესტო აქციიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.