ახალი ამბები

ლიტანიობა: ვითარება თბილისის ეკლესიებში [ფოტო]

18 აპრილი, 2020 • 3353
ლიტანიობა: ვითარება თბილისის ეკლესიებში [ფოტო]

ეპიდემიოლოგიური რისკების მიუხედავად, რომელიც მასობრივ თავყრილობებს ახლავს თან, მართლმადიდებელ ეკლესიებში სასულიერო პირები მრევლთან ერთად აღდგომას ხვდებიან.

ნეტგაზეთმა თბილისში მოქმედ რამდენიმე ტაძარში გადაიღო ფოტო/ვიდეომასალა, სადაც ლიტანიობა მიმდინარეობს. ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, მრევლი ტაძრებში 21 საათამადე მივიდა და დილის 06 საათამდე დარჩება.

ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესია თბილისში, 20:25

ვითარება სიონის ტაძარში

სიონის ტაძარი თბილისში, 20:45 საათი

მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის გვერდით მდებარე შენობაში, რომელსაც ამ ეტაპზე რესტავრაცია უტარდება, ტაძრის წინამძღვარმა, შალვა კეკელიამ და სტიქაროსნებმა მრევლისთვის სპეციალური კუთხე მოაწყვეს, საიდანაც მათ მსახურების მოსმენა შეეძლებათ

სამების საკათედრო ტაძარში ადამიანები სპეციალურად, წინასწარ მონიშნულ ადგილზე არიან განთავსებული. კომენდატის საათის გამო, ისინი 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში ვერ გავლენ.

ლიტანიობა ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში. კადრები გადაღებულია აღდგომის ღამეს. მრევლმა და სასულიერო პირებმა ლოცვით ტაძარს რამდეჯერმე შემოუარეს.

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ საქართველოს მასშტაბით ეკლესიებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხალხი დიდი რაოდენობით არ მისულა.

“მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა პოლიციელს, ყველა თანამშრომელს აქვს დავალება იმისა, რომ მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები საგანგებო რეჟიმის პირობების დაცვის პირობაზე უზრუნველყოს. ხალხი არ შეინიშნება ეკლესიებში დიდი რაოდენობით. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, რომ გაგებით ეკიდება ამ სიტუაციას და საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ტაძარში დაცულია სოციალური დისტანცია”, – უთხრა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს.

ხელისუფლებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, ასევე ექიმებმა მოუწოდეს ყველას, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დარჩნენ სახლში და ნუ მივლენ, მათ შორის, ტაძრებში, რადგან ეს შესაძლოა ეპიდემიის აფეთქების წყარო გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი