“მე პოლიტიკაში ვიყავი, პოლიტიკაში ვარ და იმედი მაქვს, რომ აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები. მუდმივად არის ლაპარაკი შეზღუდულ უფლებებზე, მუდმივად არის ლაპარაკი, რომ აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ, მუდმივად პარლამენტს უხარია, რომ ვეტოს დაძლევის კვოტა არის ძალიან დაბალი პარლამენტში. მაგრამ მე ამისგან სირთულეს ვერ ვხედავ იმიტომ, რომ მე მეძლევა შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებში მივიღო მონაწილეობა. მე მეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ არ ვიყო ჩართული ყოველდღიურ დაპირისპირებებში ან ყოველდღიურ პარტიულ პოლიტიკაში. ამ საკითხებს წამოწევენ ხოლმე პოლიტიკოსები, რომელთაც იმედი აქვთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე რაღაც ტიპის გადაწყვეტილებას მივიღებ და ნამდვილად, ეს არის უმნიშვნელოვანესი პოსტი და უმნიშვნელოვანესი როლი, რომელსაც მე ვემსახურები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში,”– განაცხადა გიორგი მარგველაშილმა აშშ–ში.