ახალი ამბები

მეუფე საბა: ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი ტაძარი 

15 აპრილი, 2020 •
მეუფე საბა: ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი ტაძარი 

ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ეპარქიის მღვდელმთავრი, მეუფე საბა უპასუხისმგებლოს უწოდებს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით. 

საპატრიარქომ დღეს განაცხადა, რომ მრევლს სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება შეუძლია და ამისთვის ისინი უნდა მივიდნენ ტაძრებში 21.00 საათამდე და დატოვონ ეკლესიები დილის 06.00 საათის შემდეგ. ამასთან, საპატრიარქომ ისაუბრა ბავშვების და  რისკის ქვეშ მყოფი მორწმუნეების შესახებაც. 

“თუ რისკის ქვეს მყოფ ადამიანებს ვეუბნებით, რომ სახლში დარჩნენ, ამით რას ვეუბნებით მათ –  ვეუბნებით, რომ დაგმეთ ღმერთი და დარჩით სახლში? ეს ხომ უპასუხისმგებლო განცხადებებია? – კითხულობს მეუფე საბა ტვ პირველის ეთერში და დასძენს: 

“თუ სახლში დარჩენაზეა საუბარი, სახლში დარჩენა ყველას ეხება. რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს..  გადაწყვეტილებები, რომლებიც უცხოეთში მყოფმა ეპარქიებმა მივიღეთ, ჩვენც ხომ უნდა გაგვიფრთხილდნენ? ან იმ ეკლესიებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილებები და მსახურებებს ატარებენ მრევლის გარეშე? მსახურება გრძელდება. ეკლესიები არ დაუკეტავს არავის. მაგრამ გათავისება ხდება სწორედ იმ დიდი საფრთხის, რის წინაშეც შეიძლება დადგეს თუ გინდ ერთი ადამიანი. ერთი ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე ყველა აშენებული ტაძარი და ნებისმიერი, ამქვეყნად მატერიალური რაც კი არსებობს. ამას გვასწვალის სახარება”. 

“მთავარი არის ადამიანი, ადამიანის გადარჩენისთვის მოვიდა იესო და დღეს ადამიანი არის საფრთხეში და ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ”, – ამბობს ეპისკოპოსი და დასძენს – “როცა იესო მოვა, იმასაც გვკითხავს, რა გავაკეთეთ ადამიანების გადასარჩენად”.

იმნაძე: ვთქვათ უარი ერთხელ ტრადიციაზე, რომ ჩვენი ერი გადარჩეს


https://netgazeti.ge/news/443734/

მასალების გადაბეჭდვის წესი