ახალი ამბები

კიდევ ორი გამოჯანმრთელდა, ჯამში, 71 – კოვიდ 19 საქართველოში

15 აპრილი, 2020 • 1394
კიდევ ორი გამოჯანმრთელდა, ჯამში, 71 – კოვიდ 19 საქართველოში

კოვიდ 19 -ით ინფიცირებული კიდევ ორი პირი გამოჯანმრთელდა საქართველოში. ამის შესახებ 15 აპრილს, საღამოს განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ამჟამად საქართველოში სულ 71 პირია, რომლებსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდათ, თუმცა უკვე გამოჯანმრთელდნენ.

15 აპრილის საღამოს მონაცემებით, საქართველოში  კოვიდ 1ი-ის ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი