გორში, მოსკოვის ქუჩაზე, 8-ათსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს. რვავე კორპუსის მშენებლობა ერთდროულად დაიწყება. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტრანსმშენი“ ახორციელებს.
სოზარ სუბარი გორის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მასშტაბური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
8 კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გორის რაიონში ნგრევად შენობებსა და უმძიმეს პირობებში მცხოვრები დევნილების პრობლემა მოიხსნება.
დღევანდელ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი და გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი.